სოციალური პროექტი 1


სოციალური პროექტი

პროექტის სახელწოდება:   „ვიცხოვროთ მავნე ჩვევების გარეშე“
პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო მეგენეიშვილი.
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა.
პროექტის  აქტუალობა:  ახალგაზრდების მომეტებული  მიმბაძველობა სიგარეტის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკისადმი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციის ხელშესაწყობად მეტად საჭიროა პროექტის განხორციელება მოსწავლეებში, რომელიც  მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს  სამომავლოდ.  ისინი დაგეგმავენ   სპორტული ღონისძიებებს და იზრუნებენ მის  განხორციელებაზე და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე.
პროექტში მონაწილენი:  VIII-IX კლასის მოსწავლეები, დამრიგებლები, უბნის ექიმი, მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა, 18/09/2019-11/10/2019წ
პროექტის მიზნები:
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან   მათ ირგვლივ თანატოლებში არსებულ მდგომარეობას მავნე ჩვევების შესახებ, სკოლასა და თემში  მიეწოდებათ ინფორმაცია მავნე ჩვევევისაგან გამოწვეული რისკ-ფაქტორების შესახებ. ამის შემდეგ დამოუკიდებლად შეისწავლიან სიგარეტით გამოწვეულ პრობლემებს , რომელიც საფრთხეს უქმნის მათ ჯამრთელობასა და უსაფრთხოებას,რომელიც იწვევს საშიშ დაავადებას. მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება ღრმად შეიჭრა მრავალი ახალგაზრდის ცხოვრებაში და ყოველდღიურ მოვლენად იქცა. აქტუალური რჩება მავნე ჩვევებისგან უარის თქმის პრობლემაც.
მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვებს თანატოლებში, მოამზადებენ ბროშურებს და დაარიგებენ ცნობიერების ამაღლების მიზნით თავიანთ თანატოლებში.
მოწვეული იქნება სპეციალისტი ჯანდაცვის სფეროდან, უბნის ამბულატორიის ექიმი,  ცნობიერების ასამაღლებლად და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა  და პოპულარიზაციის ხელშესაწყობად ჩაწერენ ინტერვიუს თანატოლებთან.
დაგეგმავენ  სამომავლოდ ღონისძიებებს და იზრუნებენ მის  განხორციელებაზე.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
) იყოსკანონმორჩილი, ტოლერანტიმოქალაქე: 
განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები:
. კომუნიკაციაინდივიდებთანდაჯგუფებთან

პროექტის ამოცანები:
პროექტის გაცნობა
მავნე ჩვევების ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემა-კვლევის ჩატარება.
მავნე ჩვევებისაგან გამოწვეული    პრობლემის შესწავლა, სასურველი სტუმრის მოწვევა, ბროშურის მომზადება, კედლის  გაზეთის  გამოშვება და სლაიდების შექმნა თემასთან დაკავშირებით.
          პროექტის მონიტორინგი და შეფასება.
ბუკლეტების დამზადება და დარიგება
          პროექტის პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:

მსჯელობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე  ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისათვის; აღწერს, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ  გარემოს; აღწერს იმას თუ რა  სახის ქმედებებს შეაქვთ  წვლილი გარემოს დაცვაში;
თანამშრომლობს თანატოლებთან მათი საჭიროებების,ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით;
აღწერს თამბაქოს მოხმარებასტან დაკავშირებულ რისკებს და ასაბუტებს მათ მავნე გავლენას ადამიანის ჯამრტელობასა და  საზოგადოების კეთილდღეობაზე;
განმარტავს,თუ რას ნიშნავს ალკოჰოლის ავადმოხმარება,მსჯელობს შესაბამის რისკებზე და  ასაბუთებს ალკოჰოლის მავნევ გავლენას ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობაზე;
განმარტავს,თუ რას ნიშნავს არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები,მსჯელობს სხვადასხვა ნარკოტიკული  საშუალებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებულ საერთო და სპეციპიკურ რისკებზე;
ადამიანური რესურსი:   მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ, დამრიგებლები, უბნის ექიმი, მშობლები.
მატერიალური რესურსი:   პროეტორი,  ნოუთბუქი, თაბახები, ფოტოაპარატი, ვიდეორესურსი ინტერნეტიდან, სტიკერები.
ბიუჯეტი:  სკოლის ბაზაზე, მშობელთა ნებაყოფლობითი რესურსი.

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:

აქტივობის N
აქტივობა
აქტივობის მსვლელობა
თარიღი
1
პროექტის გაცნობა.


შეკითხვების დასმის გზით განსაზღვრეთ მოსწავლეების საბაზისო ცოდნა სკოლასა და თემში არსებული მავნე ჩვევების   შესახებ. გააცანით მოსწავლეებს ახალი ტერმინები და ცნებები, რომელსაც პროექტზე მუშაობის ფარგლებში გამოიყენებენ და განსაზღვრავთ მავნე ჩვევებით გამოწვეული პრობლემა. განიხილავთ ზოგად შეკითხვა, რატომ უნდა მივსდიოთ ჯანსაღ ცხოვრებას?  შეკითხვებზე პასუხების საფუძველზე შევადგენთ -- ცხრილს მთელი ჯგუფისთვის და ვთხოვთ მოსწავლეებს ჩაინიშნონ სამუშაო რვეულებში. განიხილეთ და გაეცანით, რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები მავნე ჩვევებით გამოწვეული დაავადებების შეხაებ.  ფლიპჩარტზე ჩავინიშნავთ მოსწავლეებისთვის ნაცნოი ინფორმაცია, ხოლო მოსწავლეები საკუთრ სამუშაო რვეულებში გააკეთებენ ანალოგიურ შენიშვნებს. შემდეგ განვიხილავთ, რა სურთ მოსწავლეებმა შეისწავლონ მოცემულ თემატურ საკითხებზე და ჩაწერთ (მინდა ვიცოდე) გრაფაში.
თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ პროექტზე მუაობას
შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებებს
დავალებებს გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
18/09/2019-
-25/09/2019

2
მავნე ჩვევების ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემა-კვლევის ჩატარება.
შევისწავლით მასალებს მოსწავლეებთან ერთად და წარმოვადგენთ ჩანიშვნების გაკეთების დემონსტრირება შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებით. მოცემული დაეხმარება მოსწავლეებს იმ ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხების განსაზღვრაში, რომელიც პროექტის დაწყებისას გააცანით:   რატომ მოიხმარებენ ადამიანები თამბაქოს,ალკოჰოლს,ნარკოტიკს?
როგორ  დავიცვათ თავი მავნე მაცდუნებლისგან?
როგორ  შევინარჩუნო  ჯამრთელობა  ?
როგორ ავამაღლოთ ცნობიერება ადამიანებში?
რა ღონისძიებები   შეიძლება გატარდეს  მავნე ჩვევების აღმოსაფხვრელად? რა  ღონისძიებები გამოგვადგება?

ჩანაწერების გასაკეთებლად საშუალება მივეცი მოსწავლეებს, მოიძიონ ინტერნეტში მასალა და შეისწავლონ სკოლასა და მის გარეთ  თანატოლების დამოკიდებულება მავნე ჩვევებზე, შევახსენებ, გამოიყენონ კვლევის ჩატარების რუბრიკა საკუთარი სტრატეგიების შეფასების მიზნით.

26/09/2019-
2/10/2019
3
მავნე ჩვევებისაგან გამოწვეული    პრობლემის შესწავლა, სასურველი სტუმრის მოწვევა, ბროშურის მომზადება
მოსწავლეები ჯგუფებში წარმოადგენენ  კვლევის შედეგების  შესახებ მიღემულ ინფორმაციას და პრევენციის მიზნით არსებულ გამოცდილებას  გაუზიარებენ თანატოლებს ,რომელსაც ასახავენ  საინფორმაციო ბროშურებში. განუმარტეთ ჯგუფს, რომ ბროშურების შექმნის გზით, მოსწავლეები განსაზღვრავენ პრობლემის განმასხვავებელ ნიშნებს. 
მოცემულ ეტაპზე მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების დამცველი  თანამშრომლების როლში შექმნიან საინფორმაციო ბროშურებს მოცემული პრობლემის წარმოსაჩენად.
ვთხოვ მოსწავეებს -ჯგუფის წინაშე გააკეთეთ ბროშურის შექმნის დემონსტრირება, მოსწავლეების მიერ შევსებული საინფორმაციო/ფაქტების ცხრილიდან მონაცემების გადატანის, დაავალეთ ჯგუფებს, მცირე ჯგუფებში იმუშაონ ბროშურებზე და იხელმძღვანელონ ბროშურის საკითხების ჩამონათვალით და რუბრიკით, სამუშაოს ორგანიზების, ხარისხის და თანამშრომლობითი მიდგომის უზრუნველსაყოფად. 
ვთხოვ ჯგუფებს, წარუდგინონ შესწავლილი პრობლემები კლასს. მოამზადეთ ბროშურების ასლები პრეზენტაციისთვის, ან გამოიყენეთ პროექტორი ციფრული ფაილისთვის.
გაიმართება ფილმი ჩვენება და დიკუსია, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს სკოლი ადმინისტრაცია, მშობლებ მოწვეული სტუმრები.
შემდეგ ეტაზე მოხდება მოძიებული ინფორმაციის დამუშავება
შეიქმნება პროექტის ამსახველი ბუკლეტი და კედლი გაზეთი გაზეთი, რომელიც გაიკვრება თვალაჩინო ადგილას
3/10/2019-
9/10/2019
4
დასკვნითი ეტაპი
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და ადმინისტრაცია
პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები: ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას, ასევე უამინდობა, უამინდობის შემთხვევები ჩანაცვლდება სადისკუსიო აქტივობებით.
შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს  ), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, (ალტერნატივა სკოლის  მასწავლებელი, სკოლის ექიმი)

10/10/2019-
11/10/2019

სამუშაო  გეგმა

საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები თვეების მიხედვით
პროექტის გაცნობა
მავნე ჩვევების ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემა-კვლევის ჩატარება.

მოსწავლე
მასწავლებელი
დამრიგებლები
19/09/2019
მავნე ჩვევებისაგან გამოწვეული    პრობლემის შესწავლა
მოსწავლე
მასწავლებელი
ექიმი
24/09/2019
სასურველი სტუმრის მოწვევა,ბროშურის მომზადება
მოსწავლე
დამრიგებლები

27/09/2019
ბუკლეტების დამზადება და დარიგება მოსწავლეებთან და მშობლბთან.
მასწავლებელი
მოსწავლე

4/10/2019
კედლის  გაზეთის  გამოშვება და სლაიდების შექმნა თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლე
მასწავლებელი
მშობელი

8/10/2019
პროექტის პრეზენტაცია.
მოსწავლე
მასწავლებელი

11/10/2019

შეფასება
მონიტორინგი  შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი მოსწავლეები, მასწავლებელი
23/09/2019
პროექტოს მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
1/10/2019
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის სქემა
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
10/10/2019
პრეზენტაცია ანგარიში



                                                     მონიტორინგი

პროექტოს მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის გამოყენებული ლიტერატურის ,ინტერნეტ აიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
24/09/2019
2.ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
30/09/2019
3.შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას კგუფის წევრების შორის
3/10/2019
4.ართმებს თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს,რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
8/10/2019
5.იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
10/10/2019



თარიღი:  11/10/2019


რეფლექსია


        ჩემს მიერ შესრულებულ სოციალური  პროექტის: ვიცხოვროთ მავნე ჩვევების გარეშე, რომელიც განვახორციელე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში 18/09/2019 წ-დან – 11/10/2019 წ ჩათვლით,  მასში ჩართული იყვნენ VIII-IX კლასის  მოსწავლეები, დამრიგებლები, მშობლები, უბნის ექიმი და სპორტის მასწავლებელი.
     პროექტის მიზანი იყო  ცნობიერების ამაღლება  მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების  შესახებ,  პროექტის ფარგლებში მოხდა  მავნე დამოკიდებულების  გაანალიზება  და მათი პრევენცია  ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრებით. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით  ნაწილობრივ აღმოიფხვრა   მავნე  ჩვევები  და  გაჩნდა მოტივაცია შექმნილიყო   ჯანსაღი გარემო.    პროექტმა  მისცა   მოსწავლეებს, მშობლებს, თემს შესაძლებლობა  კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ  პრობლემის არსი, ყურადღებით შეეფასებინათ  მავნე ჩვევების  უარყოფითი მხარეები.
    პროექტი მნიშვნელოვანია, რადგანაც ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. პროექტის  ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობები.  შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფი კლასების მიხედვით;
                პროექტის   პირველ ეტაპზე მოხდა პრობლემის გაცნობა და კვლევის ჩატარება მოსწავლეებთან და უბნის ექიმთან, დამრიგებლებთან ,,როგორ შევქმნათ ჯანსაღი გარემო’’. ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნებლობის  შესახებ მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და არსებული მასალით ჩაატარეს კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა  წარმოადგეს მავნე-ჩვევების ურყოფით მხარეები.
                 მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები თემაზე ,,ჯანსაღი გარემო“ და გამოფინეს  ნახატები სკოლის ფოიეში. ვიზუალური მასალით  მომზადა ბუკლეტები  და მოსწავლეებმა გაავრცელს  თემში  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.
                 პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. თუმცა იყო ხარვეზები, რომელსაც მსგავსი პროექტის ჩატარებისას აღმოვფხვრიდი, კერძოდ: ყველა მოსწალე ერთნაირი ინტერესით ვერ ჩაერთო მუშაობაში, იყო ბუკლეტების სიმცირე. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ აქტივობებში მაქსიმალურ მონაწილეობაზე.

თარიღი: 15/10/2019წ.







No comments:

Post a Comment