შიდა დაკვირვება 1


შიდა დაკვირვების გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში

მასწავლებლის სახელი, გვარი: ნინო მეგენეიშვილი.
სკოლა: აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა.
პირადი ნომერი: 02001015617;
სკოლა: აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური, კლასი:  დაწყებითი,  V  კლასი;
მოსწავლეთა რაოდენობა: 3  მოსწავლე,  სსსმ მოსწავლე არ არის;
გაკვეთილის თემა:  რევაზ ინანიშვილი მირანდუხტი“,  II თავი.
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაგება გაანალიზება, ტექსტზე დაკვირვებით იმსჯელებენ პერსონაჟის დამახასიათებელ თვისებებზე.  აგრეთვე  იმსჯელებენ იმ შედეგზე, რომელიც გამოიო მირანდუხტის ქცევამ  და რა იყო მირანდუხტის ასეთი მოქმედების მიზანი. მოსწავლეებმა უნდა გამოიმუშავონ ურთიერთთანამშრომლობის, დასკვნების გამოტანისა და დასაბუთების უნარ-ჩვევები,  გააკეთებენ პრეზენტაციას.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო
1
საორგანიზაციო საკითხები. გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა
ვერბალური
მთელი კლასი
თვალსაჩინოდ განთავსებული გაკვეთილის მიზნები, შეფასების რუბრიკები (მისი საშუალებით მოსწავლეები გაიგებენ და აქტივობებით იქნებიან გაკვეთილზე დატვირთულნი), რუბრიკების საშუალებით ეცოდინებათ ვის მიხედვით შეფასდებიან, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
2 წთ
2
აქტივობის მიზანი: ტექსტის საკვანძო თემაზე  ცოდნის გააქტიურება, წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ მიზნებთან.
აღწერა:  წინა მასალას გამოგვკითხავ შეკითხვების საშუალებით.
1) ვინ არის ავტორი მოთხრობისა მირანდუხტ“?
 2) რა ხნისა იყო ნაწარმოების მოქმედი პირი მირანდუხტი?
3) სად ხდება ნაწარმოებში მოქმედება?
4)  რითი გამოირჩევა გოგონა?
5)  რას დაუპირისპირდა გოგონა?
6)  იცვალა თუ არა გერონტი?
7) რამ ააფორიაქა გერონტი?
გონებრივი იერიში

მთელი კლასი

5 წთ
3
აქტივობის მიზანი მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი ვარაუდების გამოთქმას.
 აღწერა: მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას:
1) როგორ ფიქრობთ, როგორი ურთიერთობა დამყარდება გოგონასა და გერონტის შორის?
2)  გაიხსენეთ ნაწარმოები, რომელიც ამ ასაკის ბავშვსა და მის თავისებურ ხასიათზე მოგვითხრობს.
ვარაუდების გამოთქმა. საუბარი შერჩეულ თემაზე შეკითხვების გამოყენებით.
მთელი კლასი
ფლიპჩარტზე დაწერილ კითხვებს ვაკრავ დაფაზე, რათა ყველასათვის თვალსაჩინო იყოს უკეთ გააზრების მიზნით.
3 წთ
4
აქტივობის მიზანი: მოსწავლეების მიერ გამოთქმული ვარაუდების შევსება დამატებითი ინფორმაციით. აღწერა:  ლექციის საშუალებით შევაჯამებთ და საჭიროების შემთხვევაში შევახსენებ მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ ვარაუდებს.

მინილექცია
მთელი კლასი


5
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ თითოეული აბზაცის გაანალიზებას. აღწერა: მოსწავლეები წაიკითხავენ თითოეულ აბზაცს. კითხვის დამთავრებისთანავე მონაკვეთის გააზრების მიზნით ვსვამ კითხვებს: მონაკვეთის პირველ აბზაცში:
1) რას ულოცავდნენ მარო და მარგალიტა გერონტის?
2) როგორი ნათქვამია მათი წინადადება:-გადარჩი, გერონტი, გადარჩი. ვაგრძელებთ კითხვას და ვსვამ შესაბამის შეკითხვას:
1) რა შეიცვალა გერონტის გარეგნობაში?
2) როგორი გახდა მყიდველებთან?
 მესამე აბზაცის წაკითხვის შემდეგ ვსვამ კითხვებს: 1) წელიწადის რა დროს უკავშირდება გოგონას გამოჩენა?
2) რა ემართება გერონტის, როცა გოგონას დაინახავს?
პაუზებით კითხვა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
10 წთ
6
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აკვირდებიან ტექსტს და ადგენენ პერსონაჟის დამახასიათებელ რუკას.
 აღწერა:
მოსწავლეებს ვთხოვ მონახონ მირანდუხტის დამახასიათებელი თვისებები და შეადგინონ პერსონაჟის დამახასიათებელი რუკა.
კვლევა-ძიება
წყვილები
სახელმძღვანელო,  რვეული
5 წთ
7
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტზე დაკვირვებით იმსჯელონ რა შედეგი გამოიღო მირანდუხტის აქციელმა?  რა იყო მირანდუხტის ასეთი მოქმედების მიზანი?
აღწერა: მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად, თითოეული ჯგუფს მივცემ ფურცლებს, რომლებშიც მოცემული იქნება ჯგუფური დავალება და ინსტურქცია.
პირველი ჯგუფის დავალება: იმსჯელეთ რა შედეგი გამოიღო მირანდუხტის საქციელმა?
 მეორე ჯგუფის დავალება:  რა იყო მირანდუხტის ასეთი მოქმედების მიზანი?
თანამშრომლობითი სწავლა
ჯგუფური მუშაობა
სახელმძღვანელო, რვეული, ფლიპჩარტი
9 წთ
8
აქტივობის მიზანი: მოსწავლეს შეუძლია ჯგუფის მოსაზრების არგუმენტირებულად წარდგენა.
აღწერა:  თითოეული ჯგუფიდან ერთი მოსწავლე წარუდგენს კლასს თავისი ჯგუფის მოსაზრებას.
დემონსტრირების მეთოდი
ინდივიდუალური
შესრულებული დავალების წარდგენა და თვალსაჩინოდ განთავსება
4 წთ
9
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს გავახსენებ გაკვეთილის მთავარ საკითხებს და შევაჯამეთ მას.
აღწერა: მივმართავთ მოსწავლეებს თუ რა მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება გაკვეთილზე და რამდენად მივაღწიეთ მიზანს.
შეჯამება
მთელი კლასი


10
აქტივობის მიზანი: შეფასება მოსწავლეების აზროვნებისა და შემეცნებითი პროცესების განვითარება.
 აღწერა: მოსწავლეები შეფასების რუბრიკებს დაყრდნობით მონაწილეობენ შეფასების პროცესში.  ვაფასებ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების მიხედვით.


რუბრიკები
1 წთ
11
აქტივობის მიზანი: საშინაო დავალების მიცემა.
 აღწერა:  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მოსწავლეებს მონაკვეთს ვაძლევ თხრობით და ვთხოვ ტექსტიდან ამოიწერეთ რთულფუძიანი სიტყვები.
საშინაო დავალება
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
1 წთ
12
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება. აღწერა: მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს
თვითშეფასება
ურთიერთშეფასება
მთელი კლასი

1 წთ





გაკვეთილის შეფასების რუბრიკა




რას დავაკვირდი
შეფასება
კარგი
საშუალო
სუსტი
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა

რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები

რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს

რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი

თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა აგებული









რას დავაკვირდი
შეფასება
კარგი
საშუალო
სუსტი

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი



აღნიშნული საკითხის ცოდნა



წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი


შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი



მშობელთა გამოხმაურება

თარიღი: 2/10/2019




გაკვეთილის რეფლექსია

       2019  წლის 2   ოქტომბერს, მეხუთე კლასში, ქართულ  ლიტერატურაში   ჩავატარე  გაკვეთილი  თემაზე: „მირანდუხტი“, რევაზ ინანიშვილის ამავე ნაწარმოების მიხედვით. რომელიც  წარიმართა წინასწარ  შედგენილი  გეგმის  შესაბამისად, ეროვნული  სასწავლო  გეგმის  სტანდარტის  და  გაკვეთილის  მიზნის  გათვალისწინებით.  ვფიქრობ,  გაკვეთილის  ძლიერი  მხარე  იყო  ეფექტურად  შერჩეული  აქტიობები  და  სწორად  გამოყენებული  სასწავლო  რესურსები,  რომლებმაც უზრუნველყვეს  მოსწავლეების  ჩართულობა  და  დასახული  მიზნის  მიღწევა.  შერჩეული  მეთოდები  შეესაბამებოდა  სასწავლო  აქტივობებს  და  კლასის  ორგანიზების  ფორმებს.  ამ  გაკვეთილზე  მე  და  ჩემმა  მოსწავლეებმა  შევძელით  შედეგზე  გასვლა.
       გაკვეთილის  შესავალში მოტივაციის  ამაღლების  მიზნით  გამოვიყენე მინილექცია თემაზე „კონფლიქტები“, რომელიც შეივსო მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით. მოსწავლეებს კარგად ჰქონდათ გაგებული საოჯახო კონფლიქტი, პოლიტიკური კონფლიქტი და ორ პორს შორის კონფლიქტი, იპოვეს მათ შორის მსგავსება-განსხვავება.
            მეორე  აქტივობა იყო ტექსტში არსებულ უცნობ სიტყვებზე დაკვირვება და ვარაუდების გამოთქმა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. გაკვეთილის  ახსნა  წარიმართა  პაუზებითა  და  ვარაუდების  გამოთქმით.  რომელიც  მოსწავლეებს  დაეხმარა  სასწავლო  მასალის  აღქმაში  და  გაგება-გააზრების   უნარის  განვითარებაში.
             გაკვეთილი  გეგმის  მიხედვით  წარიმართა  და  რაიმე  მნიშვნელოვანი  ცვლილების საჭიროება  არ  დამდგარა. დრო  გავანაწილე  მიზნობრივად  და  სრულად  გამოვიყენე  გაკვეთილის  გეგმაში  გათვალისწინებული აქტივობები.
       ჩემთვის ძალიან  საინტერესო   და  შედეგიანი  იყო  ამ  გაკვეთილის  ჩატარება. მსგავსი  ტიპის გაკვეთილის  ჩატარებისას  გავითვალისწინებ  იმ  ხარვეზებს, რომელიც  ჩემი  აზრით  გამოვლინდა  ამ  გაკვეთილზე. კერძოდ, შევეცდები უკუკავშირი იყოს  უფრო  კონკრეტული და გავცე უფრო მკაფიო ინსტრუქციები. ამ კუთხით გამომადგება კოლეგებთან თანამშრომლობა, აზრთა გაცვლა, რჩევების მოსმენა და მიღება.


თარიღი: 7/10/2019წ.




No comments:

Post a Comment