სოციალური პროექტი 2


სოციალური პროექტი


პროექტის სახელწოდება:   „ჯანსაღი საკვები ჯანმრთელობის საწინდარია“
პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო მეგენეიშვილი.
სკოლა: სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა.
პროექტის  აქტუალობა:     მეოთხე კლასში ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებით, გამოკითხვებით შევატყვე, რომ ბავშვები ვერ ერკვევიან, რას ნიშნავს სწორი კვება, თავის დროზე ძილი, ცხოვრების ჯანსაღი წესი. შევატყვე, რომ დასვენებებზე  სკოლაში ისინი ძირითადად სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი პროდუქტით (ჩიფსებით, ტოსტებით, გაზიანი სასმელებით და სხვა) იკვებებიან, ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს, ხშირად უწევთ გარეთ გასვლა, მუცლის არეში აქვთ უსიამოვნო შეგრძნებები,მიტომ გადავწყვიტე მოსწავლეებს გავსაუბრებოდი და გამომეკვეთა არაჯანსაღი საკვების მავნებლობა და მშობლების დახმარებით დაედგინათ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ საკვებს მათ ცხოვრებაში. 
პროექტში მონაწილენი: მეოთხე კლასის მოსწავლეები, მშობლები, დამრიგებელი, უბნის ექიმი.
პროექტის ხანგრძლივობა:  3 კვირა, 16/10/2019-7/11/2019წ
პროექტის მიზნები: მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;  პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე. მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

პროექტის ამოცანები:  

·         სამუშაო გეგმის შემუშავება
·         დავალებების გადანაწილება
·         ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
·         დისკუსია, ფილმის ჩვენება
·         შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 
·         კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
·         პროექტის პრეზენტაცია
             
მოსალოდნელი შედეგები:
·         შედგება  მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
·         ბავშვებ მრავალ  სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის,  მოვლის შესახებ;
·         პატარები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა საშიში და რომ ისნი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,  დამრიგებელ, მშობლები, უბნის ექიმი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი,  ნოუთბუქი,  ფოტოები,  ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ბიუჯეტი:  სკოლის ბაზაზე.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:   
 ჩავატარებ მოსამზადებელ სამუშაოებს და განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:

აქტივობის N
აქტივობა
აქტივობის მსვლელობა
თარიღი
1
პროექტის გაცნობა.


გავესაუბრები მოსწავლეებს, მოვაწყობ დისკუსიებს, დავუსვამ კითხვას, ,,რითი ვიკვებებით?“, არის თუ არა სასარგებლო მიღებული საკვები ჯანმრთელობისთვის?.“
თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ პროექტზე მუშაობას
თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ პროექტზე მუაობას
შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებებს
დავალებებს გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. ვთხოვ მოსწავლეებს რომ დაიხმარონ მშობლები და მოიძიონ ინფორმაცია საკვებზე.  კლასს დავყოფ ორ ჯგუფად:
 I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თუ რა შემცველობა შედის ძეხვში, მაიონეზში, საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის.
 II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას გაზიან სასმელებზე, მის შემცველობაზე.

16/10/2019-
-/21/10/2019

2
შეხვედრა ექიმთან
შევხვდები ექიმს, დაველაპარაკები მოსწავლეებთან შეხვედრის თაობაზე, მოვილაპარაკებთ, რა საკითხზე იქნება უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება, დავთქვამთ შეხვედრის დროს, შევთანხმდებით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.

22/10/2019-
28/10/2019
3
შეხვედრა მშობლებთან და ექიმთან
მშობლებთან ერთად შევხვდები ექიმს. დავეხმარები მას, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი პატარებისთვის, ასევე ვაჩვენებ ფილმს ჯანსაღ კვებაზე.
  ექიმი მშობლებსა და მოსწავლეებს წაუკითხავს მინი ლექციას ჯანსაღ კვებაზე, გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
·         დღის რეჟიმი;
·         პირადი ჰიგიენა;
·         ძილი;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·         ვიტამინები;
·         მიკრობები და ბაქტერიები;
·         სწორად კვების ოქროს წესი.
ექიმის წასვლის შემდეგ ვაჩვენებ ფილმს ჯანსაღ საკვებზე.

29/10/2019-
4/11/2019
4
დასკვნითი ეტაპი
მოვახდენ პროექტის შეჯამებას, ბავშვებთან ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას, დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.

 შემდეგ ეტაზე მოხდება მოძიებული ინფორმაციის დამუშავება
შეიქმნება პროექტის ამსახველი ბუკლეტი და კედლი გაზეთი, გამოიკვრება სკოლაში თვალსაჩინო ადგილას.
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და ადმინისტრაცია

5/11/2019-
7/11/2019



ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები
შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა: გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, (ალტერნატივა სკოლის  მასწავლებელი, უბნის  ექიმი)


პროექტის შედეგები: გამოიკვეთება  მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში; ბავშვები მიიღებენ მრავალ  სასარგებლო ინფორმაცია თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
პატარები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა საშიში და აუცილებელია მუდმივად  ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე.





სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები თვეების მიხედვით
სამუშაო გეგმის შემუშავება ,  დავალებების გადანაწილება
მოსწავლე
მასწავლებელი
17/10/2019
ინფორმაციის მოძიება
მოსწავლე
მასწავლებელი
დამრიგებელი
18/10/2019
დისკუსია ფილმის ჩვენება

მასწავლებელი
მოსწავლე

30/10/2019
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 

მოსწავლე
მასწავლებელი
31/10/2019
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა

მოსწავლე

მასწავლებელი
5/11/2019
პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლე
მასწავლებელი
ექიმი

7/11/2019


შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
21/10/2019
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
28/10/2019
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
6/11/2019
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.      ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
18/10/2019
2.      ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
22/10/2019
3.      შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
25/10/2019
4.      ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
28/10/2019
5.      იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
5/11/2019



პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



თარიღი: 7/11/2019 წ.




პროექტის რეფლექსია


            პროექტის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა დამეხმარა, გამეგო ფლობენ თუ არა საჭირო ინფორმაციას ბავშვები ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე, მიირთმევენ თუ არა საუზმეს, რას შეიცავს მათი საკვები რაციონი.
            როგორც აღმოჩნდა, ბავშვების უმრავლესობას უყვართ ჯანმრთელობისთის არარეკომენდებული პროდუქტები:   ჩიპსები, გაზიანი სამელები, დილით საუზმეს არ მიირთმევენ. მშობლები ცდილობენ,   რომ მათმა შვილებმა იკვებონ სწორად და სასარგებლო პროდუქტებით, თუმცა ხშირად ვერ ახერხებენ . გაკვეთილზე გავმართეთ დისკუსია, ვუჩვენე კვების პირამიდა, ბავშვებმა დაინახეს თუ რომელი პროდუქტის მიღებაა მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვისუბრეთ ხილისა და ბოსტნეულის უპირატესობაზე, ასევე საუზმის აუცილებლობაზე.

            პროექტის გაგრძელება იყო შეხვედრა ექიმთან, რომელმაც ბავშვების მიერ დასმულ ყველა კითხვას ჯანსაღი კვების შესახებ ამომწურავად უპასუხა.

            პროექტში ჩართულმა მშოლებმა უბნის ექიმის მეთვალყურეობით მოამზადეს დილის საუზმე „ჯანსაღი პროდუქტებით“. როგორც აღმოჩნდა ასეთი საუზმე ყველას მისწონდა.
            ვფიქრობ, პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. ბავშვებმა გააცნობიერეს ჯანსაღი კვების  მნიშვნელობა. ცდილობენ მიირთვან სასარგებლო პროდუქტი. სურვილი გამოთქვეს კიდევ განვახორციელოთ მსგავსი პროექტები. სასურველ მიზანსა და შედეგს მივაღწიეთ. პროექტის ძლიერ მხარედ სწორედ ეს მიმაჩნია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ  ვინაიდან ამ დღეს გვესწრებოდნენ მშობლები, მათ სურდათ მეტად ჩართულიყვნენ დილის საუზმის მომზადების პროცესში, რამაც გამოიწვია ხმაური.
            მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვისას მეტ ყურადღებას გამოვიჩენ.

პროექტის ბმული: https://ninomegeneishvili.blogspot.com/

თარიღი: 11/11/2019 წ.





No comments:

Post a Comment