შიდა დაკვირვების გაკვეთილი
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნინო მეგენეიშვილი.
პირადი ნომერი:
02001015617;
სკოლა: აბაშის მუნიციპალიტეტის
სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლა.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური, კლასი: დაწყებითი, V კლასი;
მოსწავლეთა რაოდენობა: 3 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის;
გაკვეთილის თემა: ,,
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“-გივი ბუთხუზის
„განელებული კოცონის“ მიხედვით.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მოცემულ სიტუაციაში
პრობლემის გამოკვეთა და გამოსავლის პოვნა, სიტუაციიდან გამომდინარე დაფიქრება საკუთარ საქციელზე და აღმოჩენა იმ შეცდომების,
რომლებსაც ისინი უშვებენ ურთიერთობებისას, იყვნენ კრიტიკულები არამარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის
მიმართაც.
უნარ-ჩვევები: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, პრობლემის გამოკვეთისა
და გადაჭრის, სხვისი აზრის მოსმენის , თანამშრომლობის უნარ-ჩვევა.
პრობლემური ამოცანები: შედარება/შეპირისპირება, დაკავშირება, ანალიზი და
დასკვნა, კლასის წინაშე პრობლემის წარდგენა.: სიტუაციური ამოცანების სახით.
ქართ.V მოსწავლეს შეუძლია ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა;
·
გამოხატავს
წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
·
ასახელებს
მოქმედი პირების მოქმედების მოტივს (რატომ
მოიქცა ასე) და აფასებს მის საქციელს, ხსნის საკუთარ არჩევანს.
ქართ.V მოსწავლეს შეუძლია მარტივი მიზნობრივი ტექსტის
დაწერა.
·
შეუძლია ტექსტის
სიუჟეტის შეცვლა;
·
წერს მარტივ
ტექსტს საკუთარი პრაქტიკიდან.
გაკვეთილის გეგმა
N
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზე
ბის ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1.
|
მოთელვა/პროვოცირება. მოსწავლეებს სთხოვს ჩამოთვალონ ის სიტყვები, რაც სიამოვნებთ,
როდესაც გეუბნებიან. (ბავშვები ასახელებენ სიტყვებს), რათა ერთმანეთს გავუთბოთ გულები. დგებიან ფეხზე, გვერდით მდგომს ადებს ხელის გულს
და ეუბნება რაიმე თბილ სიტყვას, ასე გადაეცემა ესთაპეტა და ყველა ერთმანეთს უთბობს გულს.და გააკეთებენ
დასკვნა.
|
ვერბალური
|
საერთო
|
|
4 წთ
|
შეიქმნება სათანადო განწყობა
გაკვეთილისთვის .
|
2.
|
თემის, მიზნისა და შეფასების
კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო
|
დიდ ფორმატზე წერია აფორიზმი,
,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, რასაც ვაკრავ დაფაზე, ასევე დაფაზეა დაწერილი მიზანი, გამოკრულია შეფასების
კრიტერიუმები.
|
2 წთ.
|
ეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანსა
და მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმებს.
|
3
|
მასწავლებელი უსვამს კითხვებს:
1. რაზე გვექნება დღეს საუბარი?
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.
|
ვარაუდების გამოთქმა.
|
ინდივიდუალური
|
|
2წთ.
|
ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს.
|
4.
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს ურიგებს სხვადასხვა სიტუაციურ ამოცანებს, აცნობს დავალების ინსტუქციას,
წაიკითხონ გულდასმით სიტუაციური ამოცანა და უპასუხონ ბარათზე მოცემულ კითხვებს: 1.დაასახელე
პერსონაჟები.
2. 2.აღწერე პრობლემა
3. და დაასახელე პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
4. 3. ჩაწერე
პრობლემის გადაჭრის გზა.
5. 4. მიეცი
რჩევა პერსონაჟს.
6. 5. თქვენ
როგორ მოიქცეოდით.
თითოელმა მოსწავლემ 5 წუთის განმვალობაში
უნდა გააკეთოს პრეზენტაცია, იმსჯელოს და გაანალიზოს მოცემული სიტუაციები და შესაბამისად
დაუკავშირონ პრობლემა გაკვეთილს.
|
კითხვა-პასუხის მეთოდი
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
ინდივუდუალურად გააკეთებენ პრეზენტატორები
პრეზენტაციას.
|
ბარათებზე დაწერილი კითხვები.
ბარათები, თაბახის ფურცლები.
|
5 წთ
15 წთ.
|
სიტუაციური ამოცანიდან გამომდინარე
იმსჯელებენ და გააკეთებენ დასკვნებს.
ჯგუფის ნამუშევარს წარუდგენენ
კლასს.
|
5.
|
მა მასწავლებელი
დაფაზე აკრავს გამონათქვამებს: 1,,.ენაზე მომდგარ სიტყვასა განა ყველაფერს თქმა
უნდა.’’
· 2.,, სიტყვა ვერცხლია ,დუმილი ოქრო.’’
· 3. ,, მოყვარეს პირში უზრახე, მტერს ზურგს უკანაო.’’
· 4. ,,სხვას იმას ნუ გაუკეთებ ,რასაც შენს თავს არ უსურვებ.’’
· 5. არავის აქვს უფლება, ხელყოს სხვისი საკუთრება.
· 6. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ თანაკლასელის ღირსება.
კლასში გაიმართება
დისკუსია, მოსწავლეები თითოეულ გამონათქვამზე იმსჯელებენ და გააკეთებენ
დასკვნას, ეთანხმებიან თუ არა, გმონათქვამს, ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.
|
ინტერაქტიური მეთოდი
დისკუსია
დასკვნის გაკეთება.
|
მთელი კლასი
|
|
5წთ
|
თითოეულ გამონათქვამს
გაანალიზებენ და გააკეთებენ დასკვნას.
|
6.
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს,
გაიხსენონ: ჰქონიათ თუ არა მსგავსი სიტუაცია
კლასში და როგორ იპოვეთ გამოსავალი ამ პრობლემიდან. დაწერეთ რამოდენიმე სიტყვით.
(წაიკითხება იმის ნამუშევარი, ვისაც სურვილი ექნება)
|
წერა
|
ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცლები.
|
9წთ.
|
გაიხსენებენ მსგავს
სიტუაციას და დაწერენ პრობლემიდან გამოსავალს.
|
7.
|
შეჯამება /შეფასება. მასწავლებელი მთლ კლასს მიმართავს კითხვით, გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი, და
ურიგებს ფორმატს, სადაც დაწერენ თვითშეფასებას. მოსწავლეების მიერ შევსებულ რუბრიკებს
გავაკრავ დაფაზე.
|
კითხვა -პასუხით
თვითშეფასება
|
მთელი კლასი
|
|
2წთ.
|
მოხდება გაკვეთილის
შეჯამება-შეფასება..
|
8.
|
საშინაო დავალება: ამ გამონათქვამებიდან
სურვილის მიხედვით აირჩიეთ ერთ-ერთი და დაწერეთ ესე.
|
ინსტრუქტაჟი
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო რვეულები.
|
1 წთ.
|
დაწერენ ესეს.
|
მოსწავლეთა მუშაობის შეფასების რუბრიკა:
|
ინდივიდის
მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
|
დროის ლიმიტი
|
თანამშრომლობა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების
უნარი
|
პირველი
მოსწავლე
|
|
|
|
|
მეორე
მოსწავლე
|
|
|
|
|
მესამე
მოსწავლე
|
|
|
|
|
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
№
|
სახელი გვარი
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
|
სწორად ხედავს პრობლემას და სახავს მისი გადაჭრის
გზას.
|
1
|
|
|
|
|
2
|
|
|
|
|
3
|
|
|
|
|
თარიღი:
5/11/2019წ
გაკვეთილის რეფლექსია
მეხუთე კლასში ქართულ ენაში ჩავტარე გაკვეთილი თემაზე:
,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ გივი ბუთხუზის „განელებული კოცონის“ მიხედვით.
გაკვეთილის
მიზანი იყო მოსწავლეებს ეპოვათ პრობლემა მოცემულ სიტუაციაში და მოენახათ ამ
პრობლემის გადაჭრის გზა, რა შემთხვევაშია თქმა აუცილებელი და როდის შეიკავონ
თქმისაგან თავი, თანაუგრძნონ მათ, ვისი
უფლებაც ირღვევა. ამასთან დაფიქრებულიყვნენ საკუთარ საქციელზე და აღმოეჩინათ ის
შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ სხვებთან ურთიერთობაში.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ
ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.
პრეზენტაციის და დისკუსიის დროს ვახერხებდი კლასის მართვას. მოსწავლეთა შორის იყო
ურთიერთპატივისცემის, აზრთა გაზიარების და თანამშრომლობითი გარემო.
გაკვეთილის დაწყებისთანავე პროვოცირების მიზნით თამაშით გადავედი თემის
გაცნობაზე, ასევე გავაცანი შეფასების
რუბრიკა. მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად, საკმაოდ საინტერესოდ მოხდა
სიტუაციური ამოცანების პრეზენტაცია. ვიცავდი დროის ლიმიტს. ყოველი აქტივობის
შემდეგ ვაძლევდი მათ განმავითარებელ
შეფასებას. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მოახდინეს თვითშეფასება. აღნიშნეს, რომ
გაკვეთილი იყო საინტერესო და ხალისიანი და მათი სურვილია ხშირად ჩავატაროთ ასეთი
გაკვეთილები.
მინდა ავღნიშნო, რომ გაკვეთილი არ იყო
გადატვირთული აქტივობებით, დაგეგმილმა აქტივობებმა განაპირობა გაკვეთილის დინამიურობა.
იყო საინტერესო და ინტერაქტიული, საინტერესო კითხვებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა
პასუხებისას სრულად გამოევლინათ თავიანთი თავი და ცოდნა. ყველას უნდოდა ბოლომდე ეთქვა
სათქმელი, გამოეხატა საკუთარი აზრი, იყვნენ ძალიან აქტიურები, რაც გაკვეთილის ძლიერ
მხარედ მიმაჩნია. გეგმაში მოდიფიცირება არ
მომხდარა.
ეს გაკვეთილი
უმნიშვნელოვანესია ჩემი პრაქტიკიდან, რადგან
მომცა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რათა მომავალში ყურადღებით მივუდგე თითოეული გაკვეთილის
დაგეგმვას. რაც მთავარია, ჩემი მოლოდინი გამართლდა,
მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში, მოტივირებული იყვნენ
გაკვეთილის ბოლომდე, მივაღწიე დასახულ მიზანს და შედეგზეც გავედი.
თარიღი: 11/11/2019წ
No comments:
Post a Comment